საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს

საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
დოკუმენტი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით სულ დამუშავდა 902 ინფორმაცია. ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვების და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა დაინტერესებული მხარეების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის, მისი ხელმძღვანელი პირებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა ს დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა, დეზინფორმაციული, მანიპულაციური და იმიჯის შემლახავი განცხადებები. დამუშავებული ინფორმაციიდან 143 იყო დეზინფორმაცია, 128 მანიპულაცია, 8 კი იმიჯის შემლახავი.
მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გამავრცელებლები ძირითადად იყვნენ ცალკეული მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო აქტორები. საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ დაინტერესებული პირები კამპანიურად, იდენტური, დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელებით ცდილობდნენ სა და მისი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას. მსგავსი რიტორიკა სავარაუდოდ მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცესკოს ხელმძღვანელი პირების მიმართ საზოგადოებაში არასწორი აღქმების გაჩენა/დამკვიდრებას, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯის დაზიანების მცდელობით, მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით უნდობლობის გამოწვევის მცდელობას.
აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციული ნარატივების გასავრცელებლად დაინტერესებული მხარეები იყენებდნენ ერთსა და იმავე სქემატურ მოდელს. კერძოდ, დეზინფორმაციის ტალღა უმეტესად იწყებოდა კონკრეტული აქტორის მიერ სოციალურ ქსელში კონკრეტულ საკითხზე გამოქვეყნებული არასწორი და მანიპულაციური შინაარსის განცხადების გამოქვეყნებით. შემდგომ კი თემის განვრცობა და ინტერპრეტირება ხდებოდა ცალკეული მედიასაშუალებებით, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების საშუალებით. აღნიშნული განპირობებული იყო არა ობიექტური შეფასებით, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციებით საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით.
მოცემულ საანგარიშო პერიოდში საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობისკენ. ზემოთ აღნიშნული აქტორების სავარაუდო მიზანს წარმოადგენდა 4 ოქტომბრის ს დისკრედიტაცია და საზოგადოებაში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მიმართ უნდობლობის გაჩენა.
ცხადია, რომ დეზინფორმაციული კამპანიები ქმნის რისკს, არჩევნების მიმართ ნდობის ხელოვნურად შემცირებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საინფორმაციო გარემოს მიზანმიმართული მანიპულირება წარმოდგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც საჭიროებს მუდმივ მონიტორინგსა და სათანადო რეაგირებას, რათა საზოგადოებას მიეწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია.
სწორედ ამ მიზნით, საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს ახორციელებს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს დროული და შესაბამისი რეაგირება და საზოგადოებას მიეწოდოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია.
ანგარიში იხილეთ ბმულზე:

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის, Eagle Hills-ის სასარგებლოდ, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი

Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში

კრწანისის ტყე-პარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია „იგლ ჰილსი“, ეკოლოგიის ნაწილშიც ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო ინტერესების დაცვა