ეკა ჭიჭინაძე: კრიტიკოსებს ვეტყოდი, რომ „ჟუვაჩკას“ არ ვღეჭავდი

კრიტიკოსებს ვეტყოდი, რომ „ჟუვაჩკას“ კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა, კბილებს ვიკეთებ და ცხვირსაც კი ვერ ვგრძნობდი,- თქვა ოცნების წევრმა ეკა ჭიჭინაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში და პარლამენტის კულტურის კომიტეტიდან გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.
“ალბათ, იმაზე გადამეკიდნენ, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს აკრედიტაცია შევუჩერე, რომელმაც ჩემი ტელეფონი გადაიღო. ძალიან შეწუხებული ჰყავდა მთელი პარლამენტი, მარტო მე კი არა და – ყველას გაუხარდა, ერთი თვე მაინც დავისვენებთო. მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი. თვითონ კი მომმართავენ ეკათი, შენობით, ძალიან ფამილარულად, მაგრამ უზრდელები არიან, ნუ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გავერთე, გამოდის, რომ მაგათ რაღაცით ვაღიზიანებ და – ძალიანაც კარგი… უბრალოდ, მეცოდებიან ახალგაზრდა გოგონები არიან და ახალგაზრდა ადამიანები რომ ჩემი ცხოვრებით ცხოვრობენ. იყონ ასე, თავად თუ მოსწონთ ჩემი ცხოვრებით იცხოვრონ, პრობლემა არ არის… რამდენიც უნდათ წერონ და იკითხონ თვითონ”, – თქვა ეკა ჭიჭინაძემ.