ირაკლი – Eagle Hills-ი მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომლის შემოსვლა სიგნალია სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში

Emaar/Eagle Hills-ი არის ე.წ დუბაის სასწაულის შემოქმედი, სწორედ Emaar-ის და Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, რამდენჯერმე გაიზარდა დუბაის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკონომიკური პოტენციალიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც.
„საუბარია ასეთი ტიპის კომპანიაზე, რომელსაც ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნეს წარსულის და პოლიტიკური წარსულის ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას. საზოგადოებისთვის ალბათ ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით. როდესაც გაივლით დუბაის ცენტრში, ნახავთ, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულია შენობების დაახლოებით 80%. მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა. გასაგებია, როგორიც არის ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია, თუმცა, აქაც კი ახერხებენ ამ საინვესტიციო პროექტის ოპონენტები, რეპუტაცია დაუწუნონ კომპანია Emaar-ს და Eagle Hills-ს. გარდა იმისა, რომ ეს კომპანია არის დუბაის სასწაულის უშუალო შემოქმედი, მას წარმატებით აქვს განხორციელებული პროექტები არაერთ სხვა ქვეყანაში და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“