: Eagle Hills-თან პოტენციური დავები ბრიტანული სამართლით გადაწყდება ციურიხის არბიტრაჟში

არაბულ საინვესტიციო კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში წარმოშობილი პოტენციური დავა ბრიტანული სამართლით განიხილება. ამის შესახებ ირაკლი მ განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიას თანაპარტიელის, გიორგი შარაშიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
როგორც ცნობილია, Eagle Hills-თან გაფორმებული კონტრაქტი საიდუმლოა. შესაბამისად მისი დეტალები ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. აცხადებს, რომ კონტრაქტის ყველა ძირითადი ასპექტი მათ საზოგადოებას უკვე გააცნეს.
რაც შეეხება ადგილს, სადაც პოტენციურად საქართველო და არაბული კომპანია იდავებენ, თუ მშენებლობის პროცესში რაიმე გაუგებრობას ექნება ადგილი, კობახიძის თანახმად, კონტრაქტში ჩაწერილია, რომ ციურიხის არბიტრაჟით განიხილება ნებისმიერი დავა.
Eagle Hills-თან გაფორმებულია საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის ღირებულების დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“