ირაკლი – თუ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია EAGLE HILLS-ს შორის დავა წარმოიშვება, ასეთ შემთხვევაში, ბრიტანული სამართალი იმოქმედებს

თუ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია EAGLE HILLS-ს შორის დავა წარმოიშვება, ასეთ შემთხვევაში, ბრიტანული სამართალი მოქმედებს, – ეს ინფორმაცია პარლამენტის წევრებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გაუზიარა.
როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შესაძლო ნებისმიერ დავას ციურიხის არბიტრაჟი [საქმის წარმოებას ახორციელებს ბრიტანული წესებით] განიხილავს.
“რა თქმა უნდა, თვითონ დეველოპერული პროექტი ქართული კანონმდებლობის ქვეშ, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება. თუ ორ მხარეს – საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია EAGLE HILLS-ს შორის დავა წარმოიშვა, ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების თანახმად, ბრიტანული სამართალი მოქმედებს.
ეს არის მიღებული პრაქტიკა. შესაძლო ნებისმიერ დავას ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება“, – განაცხადა მ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ს უსმენენ. კობახიძე პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. ინტერპელაცია ორ საკითხს – უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას და Eagle Hills-ის პროექტს შეეხება.