ირაკლი კირცხალია გიორგი შარაშიძეს – როცა აქ შემოხვედით, გითხარით – „მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ახლა მოგიწევთ გაეცნოთ ქცევის წესებს – აუცილებლად დაგეხმარებით, რომ კულტურულად მოიქცეთ, ამის პირობას გაძლევთ

როდესაც აქ შემოხვედით, გითხარით – „ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ახლა, ასევე, მოგიწევთ გაეცნოთ კულტურის ქცევის წესებს – აუცილებლად დაგეხმარებით, რომ კულტურულად მოიქცეთ თქვენი რიტორიკით, მიმართვის წესით და ა.შ. ამის პირობას გაძლევთ,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კირცხალიას თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიორგი შარაშიძე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ეცადა, „თავი ემართლებინა, რომ „ნაცები“ არ არიან, თუმცა არ გამოუვიდათ“.
„როდესაც თქვენ, მეგობრებო, აქ შემოხვედით პირველად, ჩვენ გითხარით, რომ ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, „კოლექტიური ნაცები“, იგივე აგენტები, მათი შთამომავლები. ახლა მეორე, მოგიწევთ გაეცნოთ კულტურის ქცევის წესებს. პირველში, თავის მართლებაში, ჩვენ ვერ დაგეხმარებით, მაგრამ კულტურაში, რომ შეიგრძნოთ სად ხართ რეალურად და როგორ უნდა ილაპარაკოთ, ამაში ნამდვილად დაგეხმარებით. ამის პირობას გაძლევთ. ჩვენ დაგეხმარებით იმიტომ, რომ ეს გამომდინარეობს აღზრდიდან. გამოდიხართ ამ ტრიბუნასთან, მესმის, რომ სიახლეა თქვენთვის… ძალიან რთულია… ღმერთმა დაგვიფაროს თითოეული ჩვენგანი და ღირსეული ქართველი, რომ თქვენს მდგომარეობაში წარმოვიდგინოთ ზოგადად თავი, რასაც თქვენ წარმოადგენთ და როგორ ძალასაც. „ჩვენი პოლიტიკური ძალა“ – უბრალოდ სირცხვილია. კიდევ ერთხელ, რამდენიც არ უნდა ისაუბროთ, მოგიწევთ! დღეს თქვენი გამოსვლით ეცადეთ, თავი გემართლებინათ, რომ არ ყოფილიყავით „ნაცები“. არ გამოგივიდათ, მეგობრებო, გილოცავთ.
რაც შეეხება კულტურას. ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით, რომ კულტურულად მოიქცეთ თქვენი რიტორიკით, მიმართვის წესით და ა.შ. ამის პირობას გაძლევთ.
რაც შეეხება ლობირებას, უსამშობლომ არ იცის, რას ნიშნავს ქვეყნის ლობირება, მხოლოდ მერკანტილური აზროვნების მქონე ადამიანმა იცის ის, რაც თქვენ თქვით. როდესაც ასე საუბრობთ და ასე შეურაცხყოფილად საუბრობთ, ერთი იცოდეთ, ამასაც ვერ გასწავლით ჩვენ. ლობირება არის ქვეყნის და სამშობლოსი. ეს არის ყველაზე მთავარი, ამას დანახვა უნდა, შეგრძნება უნდა და ამას უნდა ცოდნა, თუ რა არის სამშობლო“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა, Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი

ირაკლი კობახიძე – ადრე „რუსული კანონი“ იყო, ახლა არის არაბული ქალაქი – აქამდეა დასული! შეუძლიათ ორი სიტყვა ატრიალონ და მესამე სიტყვაზე ვეღარ გადადიან – ასეთია ჩვენი ოპონენტების კომპეტენცია!