კობახიძე: ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც

8%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც. სიღარიბის მონაცემები ადასტურებს, რომ მოქალაქეები ჯერ კიდევ ცხოვრობენ სიღარიბეში. ასეთ პირობებში არ გვაქვს უფლება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი. მით უმეტეს, ესაა უნაკლო პროექტი. 350 000 ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ისინი ხედავენ, რომ ბევრი რამეა გასაკეთებელი, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას. გასაგებია, რას ემსახურება მათი სპეკულაციები.