პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ირაკლი ს უსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ს უსმენენ.
პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. ინტერპელაცია ორ საკითხს შეეხება – კითხვები დაისმება უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმასთან და Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით.
ინტერპელაცია Eagle Hills-ის პროექტით დაიწყო. ქართულ ოცნებას აქვს შემდეგი კითხვები:
1. ვინ არის „იგლ ჰილზის“ პროექტის ინვესტორი? ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები?
2. რა კონკრეტული ვალდებულებები აქვს აღებული სახელმწიფოს და ინვესტორს ხელშეკრულებით?
3. რატომ არ ქვეყნდება ხელშეკრულების ტექსტი? ხშირად არის თუ არა ასეთი ხელშეკრულებები კომერციულ საიდუმლოებად განსაზღვრული?
4. არსებობს თუ არა მექანიზმი, რომლითაც საქართველოს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა?
5. რა სანქციებია გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში?
6. რა არის ამ პროექტის ძირითადი მოცულობა – მიწის ფართობი, რა მოცულობის სამუშაოებია დაგეგმილი – კომერციული ფართის და კერძო საცხოვრებლების კვადრატულობა, სხვა ტიპის ნაგებობები, საზოგადოებრივი სივრცე, გამწვანებული ტერიტორია და ა.შ.
7. გამოითქვა მოსაზრება, თითქოს ეს პროექტი არ არის მომგებიანი, ან არასაკმარისად მომგებიანია და ამიტომ ამ ინვესტიციის მიზანი საეჭვოა, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება რეალობას?
8. არსებობს თუ არა ამ პროექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები?
9. არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვები ტერიტორიის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების თვალსაზრისით?
10.შეიძლება თუ არა ამ ინვესტიციამ შექმნას ეკონომიკური დამოკიდებულება, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად?
11.რა გავლენა ექნება ამ პროექტს გარემოზე?
12. გაქვთ თუ არა გაანგარიშებული, რა პირდაპირი და ირიბი ეკონომიკური სარგებელი ექნება ამ პროექტიდან საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს, მოსახლეობას?
 გავლენა მშპ-ზე
 გავლენა ლარის კურსზე
 გავლენა ინფლაციაზე
 გავლენა ბიუჯეტზე
 გავლენა დასაქმებაზე
13. რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტს?
14. რა მოცულობით იქნებიან ქართული კომპანიები ჩართული პროექტის განხორციელებისას საქონლის და მომსახურების მიწოდებაში?
15. წაართვა თუ არა ხელისუფლებამ კრწანისის მიწა ეკლესიას და ყიდის თუ არა ქართულ მიწას უცხოელებზე? ამ პროექტით შენდება თუ არა ორი „არაბული ქალაქი“? იქნება თუ არა ეს ტერიტორიები უცხოელებით კომპაქტურად დასახლებული და შემოსაზღვრული სივრცე? საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თუ არა უძრავი ქონების ყიდვას?
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, კითხვა-პასუხის და ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია დებატები და სიტყვით გამოსვლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“