საფრანგეთის თავდაცვა: უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს 6 თვითმავალ ჰაუბიცა CAESAR-ს

საფრანგეთი “უახლოეს კვირებში” ს მიაწვდის 6 თვითმავალ ჰაუბიცა CAESAR-ს და შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, კიდევ 72-ს, ინფორმაციას AFP საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექვსი ჰაუბიცა, სამინისტროს განმარტებით, სექტემბერში შეუკვეთეს პირდაპირი კომერციული ხელშეკრულებით მწარმოებელს – ფრანგულ კომპანია Nexter-სა და უკრაინის სახელმწიფოს შორის საკუთარი ხარჯებით.
დარჩენილი იარაღის წარმოების დასაფინანსებლად ჯერ კიდევ საჭიროა “კოლექტიური დაფინანსების” მოძიება, მაგრამ მწარმოებელს აქვს საჭირო შესაძლებლობები.
18 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში უნდა ჩასულიყო, თუმცა ბოლო მომენტში, უწყების ცნობით, ვიზიტი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა.