პარლამენტთან საპოლიციო ძალების მობილიზებაა – საკანონმდებლო ორგანოში დღეს ს ელოდებიან

საქართველოს პარლამენტთან საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა – დილიდან შენობის გარე და შიდა პერიმეტრს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

ზუსტად 12:00 საათზე პარლამენტში ირაკლი მიდის. პარალელურად კი გარეთ მოქალაქეების აქციაა დაანონსებული.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროის, გოგა მემანიშვილი ირწმუნება, რომ დღეს განსაკუთრებული მობილიზება არ აქვთ და ამტკიცებს, რომ ყოველდღიურად ამ რაოდენობის პოლიციელი დგას საკანაონმდებლო ორგანოსთან, როგორც დღეს.

გუშინ დააანონსეს საპროტესტო აქცია და შესაბამისად, ჩვენც იმ საპროტესტო აქციის შესაბამისად ვიმყოფებით და ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს და დღესაც ანალოგიურად მაგიტომ ვართ აქ. თქვენ შეგიძლია ხვალაც მოხვიდეთ და ნახავთ, რომ ზუსტად ის რაოდენობა დგას ყოველდღე”, – ამბობს გოგა მემანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე დღეს ს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.

პარლამენტის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე Bloomberg-ის მასალაზე – უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ – ვიღაც ავრცელებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა, ალბათ, მიზანი ხელის შეშლაა