ჰუსიტებმა რაკეტებით ბერძნულ გემს შეუტიეს – ხომალდის ეკიპაჟის 24 წევრიდან ერთ-ერთი ქართველია, დაშავებულები არ არიან

შეერთებული შტატების რიგით მეოთხე იერიში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში
ჰუსიტების წინააღმდეგ, იემენში. მანამდე, ჰუსიტებმა, რომლებიც წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმების გამო ვაშინგტონმა გლობალურ ტერორისტულ ჯგუფად კიდევ ერთხელ დაასახელა, რაკეტებით ბერძნულ გემს შეუტიეს. ხომალდის ეკიპაჟის 24 წევრიდან ერთ-ერთი ქართველი იყო.
თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. გემი დაზიანდა, თუმცა მან მოძრაობის გაგრძელება მაინც შეძლო. ირანის ერთ-ერთ მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, რეგიონში თავდასხმები მხოლოდ მაშინ შეჩერდება, როდესაც ღაზაში ომს დაასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს