„ბიტლზის ანთოლოგიის“ გავრცობილ ვერსიას გულშემატკივრები ამ ჯგუფზე მითებს მიღმა გაჰყავს

Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ „ბიტლზის ანთოლოგიის“ ახალი ეპიზოდი გამოდის მომავალ კვირაში, 4 დეკემბერს ორიგინალური ცნობილი სერიალის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ. სცენარისტმა და რეჟისორმა განაცხადეს, რომ ეს ეპიზოდი ასახავს, როგორ შეცვალა პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი ისტორიაში უდიდეს როკ-ჯგუფში ყოფნამ.

ორიგინალი, რვანაწილიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც 1995 წელს გამოვიდა, მოიცავდა ჯგუფის დაძაბულ ადრეულ დღეებს ლივერპულსა და ჰამბურგში, ბიტლომანიის ფენომენამდე, მსოფლიო სუპერვარსკვლავობამდე და 1970 წელს ჯგუფის დაშლამდე.
„ანთოლოგიის“ პროექტში შედიოდა სინგლი „Free as a Bird“, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში ჯონ ლენონის მიერ მის მკვლელობამდე სამი წლით ადრე – 1977 წელს ჩაწერილი განხილვისთვის განკუთვნილი ვერსიის მიხედვით.

პრემიერა განახლებული სერიალისა, რომელიც მოიცავს მაკარტნის, ჰარისონის და სტარის 1990-იანი წლების აქამდე უნახავ კადრებს, 4 დეკემბერს იქნება Disney+-ზე.

„ახალი ეპიზოდი ორიგინალურ ეპიზოდებთან ქრონოლოგიურად არ არის მიბმული“, – განაცხადა სცენარისტმა და რეჟისორმა, ოლივერ მარიმ.
„პირველიდან მერვე ეპიზოდამდე ბიტლზე გვიამბობენ პირდაპირი გაგებით, შექმნიდან – 1970 წელს ჯგუფის დაშლამდე, ხოლო მეცხრე ეპიზოდი ასახავს იმ შინაგან შეგრძნებას, თუ როგორი იყო ბიტლზი.
ფილმი აღადგინა Apple Corps-ის გადამღებმა ჯგუფმა, რომელიც ახალ ზელანდიაში პიტერ ჯექსონის Park Road Post კომპანიასთან თანამშრომლობდა. მან გამოიყენა ტექნოლოგია, რომელიც ჯექსონმა გამოიყენა დოკუმენტური ფილმის The Beatles: Get Back („ბიტლზი: დაბრუნება“) გადასაღებად, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგა.
„ბიტლზის მთელი არქივი აღდგენილია და ახლა ციფრულია“, – თქვა მარიმ. „ყოველ ჯერზე, როცა სამონტაჟო ოთახში შევდიოდით, თითქოს დროში უკან ვბრუნდებოდით, შუა 90-იანებში”.
მისი შეფასებით, ჯექსონის დოკუმენტურმა ფილმმა შეცვალა „ბიტლზებზე“ მითები, რომლებიც მანამდე ქვაზე იყო ამოტვიფრული. „Get Back“-მა კი ეს სტერეოტიპები დაამსხვრია და ჩვენ მათ ვხედავთ, როგორც ძალიან ახალგაზრდა კაცებს“, – თქვა მან.

მისი თქმით, ახალი ეპიზოდი გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, თავიდან გაეცნონ ჯგუფს და გაიგონ, თუ ვინ იყვნენ ისინი, როგორც ადამიანები.

ფორუმი