საქართველოში პირველმა მზის სადგურებმა, რომლებიც ენერგეტიკულ სისტემას წელს დაემატა, აგვისტო-ოქტომბერში მხოლოდ 2.43 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში ტესტირების რეჟიმში ამუშავდა სამი მზის ელექტროსადგური, 10 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით. ესენია: „ელ-ჰაბის“ კასპის მზის სადგური და „ალაზნის მზის“ სადგურები ხორსასა და გურჯაანში. ეს ობიექტები წარმოადგენს საქართველოს პირველ ინდუსტრიული მასშტაბის მზის ელექტროსადგურებს.
რაც შეეხება ქარის 21 მეგავატიან სადგურს, 2025 წლის 10 თვეში ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ჯამში 71 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგია გამოიმუშავა.
Bm.ge




