გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში განაცხადა.
სტარმერის თქმით, აშშ-ის თავდაპირველი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოიცავდა პუნქტებს, რომლებიც “მიუღებელი იყო”, მაგრამ ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან ელემენტს მოიცავდა, რომლებიც “არსებითი მნიშვნელობის იქნება სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის”.
მან აღნიშნა, რომ ამ ომის დასასრულებლად ნებისმიერი შეთანხმება “სამართლიანი” და “მყარი” უნდა იყოს.
“შემიძლია თემთა პალატა დავარწმუნო, რომ მუშაობა მიმდინარეობს ამ გეგმის დასახვეწად”, – განაცხადა სტარმერმა.
მისი თქმით, სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება, კერძოდ: “უკრაინის სუვერენიტეტი უნდა შენარჩუნდეს”, “უკრაინას უნდა შეეძლოს მომავალში საკუთარი თავის დაცვა”, “უკრაინისა და მისი მომავლის შესახებ უკრაინის მიერ უნდა განისაზღვროს” და “ევროპასთან და ნატოსთან დაკავშირებული ელემენტები ევროპისა და ნატოს წევრების თანხმობას მოითხოვს”.
რუსეთზე საუბრისას სტარმერმა აღნიშნა, რომ “მხოლოდ ერთი ერია, რომელსაც ეს ომი სურს, მხოლოდ ერთი ერია, რომელმაც ეს უკანონო შეჭრა დაიწყო”.




