აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მომიტინგეები ადგილზე 363-ე დღეა იკრიბებიან.
“ივანიშვილი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, „რეპრესიების მიუხედავად, ქართველი ხალხის უმრავლესობა ევროპული მომავლისთვის იბრძვის“.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი აუცილებლად გახდება.
“მიუღებელია ემიგრანტების მიმართ მიღებული სამარცხვინო კანონპროექტები. ადამიანებს არჩევანის უფლებას ართმევენ. სირცხვილი ხელისუფლებას. ჩვენ აქ ვართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ ყველასთვის, რომ უსაფრთხო ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვროთ”,- ამბობენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს