ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს 23 ნოემბერს აქციაზე დაკავებულ რეზი პეტრიაშვილსა და ია მელითაურს

23 ნოემბერს თბილისში, დემონსტრაციაზე დაკავებულ რეზი პეტრიაშვილსა და ია მელითაურს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება დღეს, 25 ნოემბერს გამოცხადდა.
· რეზი პეტრიაშვილისთვის 7-დღიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა;
· თორნიკე კაპანაძემ კი – ია მელითაურისთვის 4 დღის შეფარდების შესახებ.
„ჩვეულებრივად მივედით პარლამენტთან, 10 წუთის მისული არ ვიყავი, მივესალმე რამდენიმე მეგობარს, ერთ-ერთს დაბადების დღე ჰქონდა და მინდოდა მიმელოცა, უცებ დავით მამაგეიშვილი [პოლიციელი] მომვარდა თავის კოლეგასთან ერთად და გამაქრეს ადგილიდან. ვერ მივხვდი, საერთოდ რა ხდებოდა და რის გამო დამაკავეს“, – განაცხადა ია მელითაურმა სასამართლო სხდომაზე.
ბოლო რამდენიმე დღეა, პოლიცია დედაქალაქში შეკრებილ დემონსტრანტებს აღარ აძლევს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის უფლებას. ამის გამო აქციის მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს, თუმცა მათ პოლიცია მაინც უქმნის წინაღობებს. ამ დროს დემონსტრანტებს აკავებენ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის საფუძვლებით, სასამართლო კი მათ აჯარიმებს ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში უშვებს.
„ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონით სადავო პარლამენტმა გამოხატვის თავისუფლება რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთხელ შეზღუდა. განახლებული კანონით, აქციაზე პირბადის გაკეთება ან გზის გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში – 1 წლამდე პატიმრობით.
გარდა ამისა, თუკი ადამიანს მესამედ დააკავებენ „პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად, ევროპასთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტები წევრების თანხმობას მოითხოვს – მხოლოდ ერთი ერია, რომელსაც ომი სურს, რომელმაც უკანონო შეჭრა დაიწყო

ვახტანგ კაპანაძე – მნიშვნელოვანია ევროპის განცხადება, რომ უკრაინას ევროპის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად განიხილავენ – საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო შეიარაღებაში შეჯიბრს დასავლეთთან, რუსეთის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია