პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, სიგარეტზე აქციზის განაკვეთები იცვლება.
კანონის პროექტით, ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 1.3 ლარით განისაზღვრება და 15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადი წესდება.
იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება, ხოლო ადვალური განაკვეთი – 30%-დან 20%-მდე მცირდება.
ცვლილება ასევე ეხება 35 მილიონ კოლოფზე მეტ ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტს.




