– კირ სტარმერთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა

კირ სტარმერთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ს მიერ განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური იერიშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ჟენევაში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჩვენ ბევრ შესაძლებლობას ვხედავთ, რამაც შეიძლება მშვიდობისკენ გზა რეალობა გახადოს. მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული, თუმცა წინ ბევრი სამუშაოა. დღეს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება. ჩვენ პრიორიტეტული საკითხების შესახებ პოზიციები შევათანხმეთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.