პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლაზე – ყველა კითხვაზე იქნება შესაბამისი პასუხი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას დასმულ ნებისმიერ შეკითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა.
„ყველა კითხვაზე იქნება შესაბამისი პასუხი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების რეფორმის განხორციელება. რაც შეეხება ინვესტიციას, ამ მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში არასდროს განხორციელებულა.
ბევრი ტყუილი ინფორმაცია მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იქ უცხოელები დასახლდებიან, საცხოვრებლად არაბები უნდა ჩამოიყვანონ და ა.შ.
ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, გაეცა შესაბამისი პასუხი და, მე ვფიქრობ, არანაირი საფრთხე არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ აღნიშნული მიმართულებით რაიმე პრობლემა შეგვექმნას. პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შემიძლია გითხრათ ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რაც წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ქართული სამშენებლო კომპანიები კიდევ უფრო გაძლიერდებიან და, რა თქმა უნდა, იმიჯის თვალსაზრისით, როდესაც ამხელა, მსოფლიო დონის დეველოპერული კომპანია შემოდის საქართველოში, ეს არის ძალიან მაგარი“, – განაცხადა მ.
ხელშეკრულების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ კონფიდენციალური არის მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ნაწილი, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ხელშეკრულება გასაჯაროებულია, არაფერია დამალული, იქ არის მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ნაწილი კომპანიის, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ჰკითხეთ ს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რატომ იყო კონფიდენციალური მათი ხელშეკრულების ფინანსური ნაწილი?
აღნიშნული კომპანია მხოლოდ საქართველოში ხომ არ ახორციელებს ინვესტიციებს და რატომ უნდა იყოს საჯარო, პირობითად ვამბობ, საქართველოში ხელმოწერილი კომერციული დოკუმენტი სხვა ქვეყნისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
26 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. ინტერპელაციის საკითხებია განათლების რეფორმა და Eagle Hills-ის ინვესტიცია.