მასწავლებელი მარიამ კვაჭაძე:
დათია ბადალაშვილი თავისივე შექმნილი ბიბლიოთეკიდან გამოუშვეს, ამბობენ რომ ასე ებრძვიან კორუფციას. იცით რომ დათიამ ღია ცის ქვეშ დაყრილი წიგნები საკუთარი ზურგით გამოიტანა და “დამალა” რათა გადაერჩინა?! მერე არ მოისვენა და იმდენი ქნა ბიბლიოთეკისთვის ფართი მოიძია და ეს წიგნები იქ დაალაგა, იძიებდა დონორებსა და მოხალისეებს, იწვევდა მწერლებს,პოეტებს, ფსიქოლოგებს და ახვედრებდა სოფლის მოსახლეობას. ამ ზაფხულს დათიას პრეზენტაციის აწყობაში მივეხმარე, რომელშიც თავის პროექტებზე უნდა მოეყოლა და იცით რამ გამაოცა? იმდენი და ისეთი მნიშვნელობის პროექტი ჰქონდა ნაკეთები ამ ერთიციცქნა, დაცლილ სოფელში. ერთხელ მისმა მოსწავლემ მითხრა რომ წიგნების კითხვა დათია მასწავლებელმა შეაყვარა. დათიამ წიგნები ადამიანებს დაუბრუნა და ადამიანები წიგნებს.
ჰოდა, ახლა კორუფციას უნდა ებრძოლონ და დათიას ბიბლიოთეკაში მუშაობა, სკოლის პარალელურად, “აღმოფხვრეს”.
თეთრიწყაროს ბიბლიოთეკა კულტურის ცენტრი ვიცი ვერ წარმოგიდგენიათ რომ ადამიანი მხოლოდ ხელფასის გამო არ მუშაობდეს და ენთუზიაზმი ამოძრავებდეს, ჰქონდეს თქვენთის ასე უცხო იდეალები, მითუმეტეს ვერ წარმოიდგენთ რომ არ იყოს მონა. მაგრამ ვეცდები აგიხსნათ, რომ დათიასთვის თქვენი “სამლარიანი” ხელფასი კი არა, წიგნი იყო მნიშვნელოვანი, იმ სოფლის ახალგაზრდების მომავალი იყო პრიორიტეტი.
დათია ბადალაშვილი თავისივე შექმნილი ბიბლიოთეკიდან გამოუშვეს! – დიდი ხანია ტოტალიტარიზმში მოგესალმებით.




