მაქსიმ კალაშნიკოვი: ვენესუელა არის მსოფლიოს მყრალი ხვრელი, რომელშიც ს ფედერაციამ 17 მილიარდი დოლარი ჩაყარა, რომელსაც უკან ვეღარასდროს დავიბრუნებთ

იმპერიალისტს და სამხედრო ჟურნალისტს, მაქსიმ კალაშნიკოვს ს Z სექტის და ვიწრო წრეებისთვის ცუდი ამბები აქვს:
“მეკითხებიან, თუ შეგვიძლია გადავარჩინოთ ვენესუელა, რომლის ნაპირებთან ამერიკამ თავისი ფლოტის 30%-ს მოუყარა თავი.
დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის საბჭოთა კავშირი მისი მძლავრი საოკეანო ფლოტით. ჩვენ არ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ამერიკულ ფლოტს. არ გაგვაჩნია ამისთვის საჭირო ძალა.
მეორე – რატომ უნდა გამოვიდოთ თავი ვენესუელის გადასარჩენად? ჩავესი-მადუროს რეჟიმი ეს არის ცრუ სოციალიზმი, სიზარმაცის, კორუფციის, კრიმინალის და ბანდიტიზმის სამეფო.
ვენესუელა არის მსოფლიოს მყრალი ხვრელი, რომელშიც რუსეთის ფედერაციამ 17 მილიარდი დოლარი ჩაყარა, რომელსაც უკან ვეღარასდროს დავიბრუნებთ.
ჩავესმა და მადურომ ვენესუელის ეკონომიკა დააქციეს და ქვეყანა გააღატაკეს. რაც ვენესუელას შეიძლება დაემართოს, იქნება იმ პოპულისტურ-უგუნური პოლიტიკის შედეგი, რასაც მმართველი რეჟიმი ატარებდა ათწლეულების განმავლობაში.
იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაცია ყელამდეა ჩაფლული პოზიციური ომის ჭაობში, ხოლო ზურგში ეკონომიკური კრიზისი იკრებს ძალას, ჩვენ ვენესუელის გამო თავს ვერ გამოვიდებთ.”

ასევე დაგაინტერესებთ