“1998 25 ნოემბერი, 2025 25 ნოემბერი. დღეს 27 წლისა გავხდებოდით რომ არა ივანიშვილის სისხლიანი ხელები” – ამის შესახებ პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს.
25 ნოემბერს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა. პანკისელი ახალგაზრდა 19 წლის ასაკში, 2017 წლის დეკემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.




