“მეც დავუშვი შეცდომა და ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი” – რას ამბობს თამო ვაშალომიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე – Marao

ბოლო დროს ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე მედიის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია, ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრება და ხმაურიანი განქორწინება გახდა – ყველასთვის მოულოდნელად, თამო ვაშალომიძემ თქვა, რომ მეუღლეს, ბიზნესმენ აკა სამხარაძეს დაშორდა.
ცხოვრების ამ რთული გადაწყვეტილების პარალელურად, თამო ვაშალომიძე კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა – ის საკუთარი ბრენდის პრეზენტაციისთვის ვენეციისა და კანის კინოფესტივალებზე იმყოფებოდა. ამ პერიოდში ის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო ბულინგის საგნად იქცა, რის შესახებ განცხადებაც გააკეთა.
„პირველ სტუდიასთან“ სტუმრობისას თამო ვაშალომიძემ სწორედ ამ შემთხვევისა და გაკეთებული განცხადების შესახებ ისაუბრა:
„ადამიანები შეცდომებს უშვებენ. მეც დავუშვი შეცდომა, ისეთ დროს გავაკეთე კომენტარი ისეთ რაღაცაზე, როცა ხმა არ უნდა ამომეღო და არაფერ შუაში ვიყავი. ამიტომაც ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი იმ მომენტში.
შეიძლება ბევრი რაღაც ზედმეტი იყო სხვების მხრიდან, მაგრამ არა უშავს, ვისწავლე და გამოვასწორებ, აღარ გავიმეორებ ასეთ საქციელს“, – თქვა თამო ვაშალომიძემ.
თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს “ფეისბუკის”, “ინსტაგრამისა” და “ტიკ-ტოკის” საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
“პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი “მის ბიკინი” ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ “მის თავისუფლება” ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში “პრესის რჩეული” გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი.”
თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
” ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა.” – ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.