თინა ბოკუჩავა ს განცხადებაზე – თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ძალა მართლაც ერთობაშია – „რუს-ქოცური“ პროპაგანდისტული მედიების გასახარად, მეტს ვერ და არ ვიტყვი

თითოეულმა ჩვენგანმა უკიდურესად მაღალი პასუხისმგებლობის განცდით უნდა გავიაზროთ და კარგად გავითავისოთ, რომ ძალა მართლაც ერთობაშია, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ს გუშინდელი განცხადება.
ბოკუჩავას თქმით, თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, „ მოიგებს“.
„მგონი, ამ ქვეყნის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა გამოწვევის და განსაცდელის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, თუ არ გავითავისებთ და ჩვენს ყველა სიტყვაში და მოქმედებაში არ გავისიგრძეგანებთ სიტყვებს, რომ ძალა ერთობაშია და ეს ლიტონი სიტყვებად დარჩება, მოიგებს ივანიშვილი ისე, როგორც ბოლო 13 წლის განმავლობაში, ჩვენ კი საბოლოოდ დავკარგავთ ქვეყანას და ჩავაბარებთ რუსებს. „რუს-ქოცური“ პროპაგანდისტული მედიების გასახარად, მეტს ვერ და არ ვიტყვი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითოეულმა ჩვენგანმა უკიდურესად მაღალი პასუხისმგებლობის განცდით, ქვეყნის გადარჩენისთვის უნდა გავიაზროთ და კარგად გავითავისოთ, რომ ძალა მართლაც ერთობაშია და ამის გარეშე ქვეყნის გადარჩენა შეუძლებელია“,-განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი განმარტებით, არარეალისტურია წინასწარ კონკრეტული თარიღის დასახელება, თუ როდის შეიცვლება ხელისუფლება.
„არარეალისტურად მიმაჩნია რაიმე კონკრეტული თარიღის დასახელება, როგორც ივანიშვილის დამხობის დღე. წინსწრებად იცოდე ეს ადამიანმა, ჩემი გადმოსახედიდან არარეალისტური მოლოდინის შექმნაა, თუმცა, ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. უნდა გვქონდეს მოკლევადიანი გეგმებიც, შუალედური, გრძელვადიანი გეგმაც, მაგრამ ყოველი დღე, ყოველი საათი და წუთი სინამდვილეში კი ყოველი სიტყვა და ყოველი ჩვენი გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს ამ ერთი, დიდი, გააზრებული, ერთიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი. მერწმუნეთ, ამ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ივანიშვილი, პუტინი ვერ გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს საქართველო, მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ ერთად ვიქნებით“,-განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, გუშინ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“. „მე, ნიკა მელიას, ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ”, – განაცხადა მელიამ სასამართლო პროცესზე.
მელიას ეს განცხადება სავარაუდოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხებოდა, სადაც სააკაშვილი საუბრობს მისი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურზე და აცხადებს, რომ გილაურმა „თავისი” ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, ჩაიარა არჩევნებმა, „მთავარი არხი” დაიხურა, „გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში”. „დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო “ადგილობრივ არჩევნებშიც” აამოქმედა ივანიშვილმა ფინანსური ბერკეტები და ახლაც კარგად აცხოვრებს იმ პერსონაჟებს, (აბა რით ირჩენენ თავს?) რომელთა მთავარი დავალებაა „არა მიშას ძახება“, თან ისე რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ“, – წერდა .