2023 წელს ყოველ 15 წამში თურქეთის საჰაერო სივრცეს 1 თვითმფრინავი კვეთდა

სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და მასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების წყალობით, თურქეთი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ამ სფეროში.
ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა იმ მგზავრების რიცხვი, რომლებიც საჰაერო მოგზაურობას ირჩევენ.
2023 წელს, საშუალოდ, ყოველ 15 წამში ერთი თვითმფრინავი კვეთდა თურქეთის საჰაერო სივრცეს.
თურქეთის აეროპორტების გენერალური დირექტორის (DHMI) მონაცემებით, გასულ წელს სულ 2,1 მილიონი ფრენა დარეგისტრირდა.
თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა, მათ შორის ტრანზიტული ფრენები, 2023 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,9%-ით გაიზარდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ზრდა ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურაში არაერთი ინვესტიციით არის განპირობებული.
2023 წლის ბოლოსთვის კომერციული ფრენების რაოდენობა 16,3%-ით გაიზარდა წლიურად და 1,3 მილიონს მიაღწია.
2023 წელს შიდა საჰაერო მიმოსვლა წინა წელთან შედარებით 10,5%-ით გაიზარდა და 868 400-ს მიაღწია.
საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა წინა წელთან შედარებით 15,8%-ით გაიზარდა და 813 400 შეადგინა.
თურქეთის საჰაერო სივრცეში ტრანზიტული ფრენების რაოდენობა 2023 წელს 22,3%-ით გაიზარდა და 485 200-ს მიაღწია.
2002 წელს, მხოლოდ ეროვნული გადამზიდავი Turkish Airlines (THY) ახორციელებდა გეგმურ შიდა ფრენებს 26 მიმართულებით ორი აეროპორტიდან. სამი ავიაკომპანია ამჟამად ახორციელებს შიდა ფრენებს 57 მიმართულებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის შვიდი ცენტრიდან.
2003 წელს საერთაშორისო ფრენები განხორციელდა მხოლოდ 60 მიმართულებით, 2023 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი ხუთჯერ გაიზარდა და 343-ს მიაღწია.