– გამოაშკარავდა, რასაც ვამბობთ: უცხოეთიდან შემოდის ფული, რომელიც ხმარდება პოლიტიკას და მედიის დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილები – შავ ხვრელებს ეძებენ, რომ თანხები შემოიტანონ საქართველოში

გამოაშკარავდა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვამბობთ – ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდის ფული, რომელიც ხმარდება პოლიტიკას, ხმარდება მედია საშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან ძირითადად განწყობილები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, მ ონლაინმედიებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ეს ყველაფერი გარედან იმართება“.
„გამოაშკარავდა რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვამბობთ – ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდის ფული, რომელიც ხმარდება პოლიტიკას, ხმარდება სხვადასხვა მედიების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან ძირითადად განწყობილები. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი გარედან იმართება. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, მითითებებსაც გარედან იღებენ. პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ევროპარლამენტი და საუბრობდა იმაზე, რომ ვეძებთ წყაროებს როგორ შემოვიტანოთ ფული საქართველოშიო. ანუ შავ ხვრელებს ეძებენ, რომ თანხები შემოიტანონ საქართველოში და ისევ პოლიტიკას მოახმარონ, ნახეთ ელჩები რა განცხადებებს აკეთებენ. ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ქვეყანაში, ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესშია ჩართული და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რომელიც ამასთანავე დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ხელს უწყობს სიძულვილის, პოლარიზაციის გაღრმავებას, ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას და ა.შ.“,- განაცხადა კალაძემ.