ოქტომბერში თბილისში ბინის ფასი 4%-ით გაიზარდა, ქირა კი 12%-ით შემცირდა – TBC Capital

ოქტომბერში თბილისში გასაყიდი ბინის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით 1347 დოლარამდე გაიზარდა, – aმის შესახებ ინფორმაციას TBC Capital-ი ავრცელებს.
2024 წლის ოქტომბერთან შედარებით ქირის საშუალო ფასი კი 12%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 10.1 დოლარი შეადგინა.
მიმოხილვის მიხედვით, რომ 2025 წლის ოქტომბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ჯამში 4129 ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში 13%-იან ზრდაა. 2025 წლის 10 თვის განმავლობაში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მსგავსი ზრდა საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ნაწილობრივ განპირობებულია დიდი სამშენებლო პროექტების ექსპლუატაციაში მიღებით.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, სულ 668 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 13%-იანი კლებაა, ხოლო ძველი გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 20%-ით 3461-მდე გაიზარდა. ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 16%-ზე შენარჩუნდა. 2025 წლის ოქტომბერში, გაყიდული ბინების უდიდესი ნაწილი მცირე კატეგორიაზე 50-დან 75 კვ.მ-მდე მქონე ფართობზე მოდის.