თბილისის აეროპორტის მიმდებარედ 70 000 მაყურებელზე გათვლილი, ახალი სტადიონის მშენებლობისთვის 876 მილიონ ლარიანი ტენდერი შეწყდა. გადაწყეტილება სატენდერო კომისიამ მიიღო.
სატენდერო კომისიმ მსჯელობის საფუძველზე დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება.
ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადება სამ კომპანიას ჰქონდა წარდგენილი:
· ანაგი (საქართველო) — 850 მილიონი ლარი;
· მაქრო ქონსთრაქშენო და შპს ინშაათჩი 3 (საქართველო და აზერბაიჯანი) — 789.4 მილიონი ლარი;
· YDA İNŞAAT-ი (თურქეთი) – 744.9 მილიონი ლარი.
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა წინადადებები 2025 წლის 29 სექტემბერს წარადგინეს.
“იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება. სატენდერო დოკუმენტის ინსტრუქციები პრეტენდენტთათვის (იპ) 39.1 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანულირდეს ტენდერის პროცედურება”, – წერია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილე ორi კომპანია დისკვალიფიცირდა არასრულყოფილად შევსებული განაცხადის გამო. შესაბამისად ტენდერში მხოლოდ მონაწილე კომპანია “ანაგი” რჩებოდა.
სატენდერო კომისიის განმარტებით, იქიდან გამომდინარე რომ წარდგენილ წინადადებებს შორის ფასში ძალიან დიდი სხვაობა იყო, მიიღეს გადაწყვეტილება, ტენდერის შეწყვეტის შესახებ, რის შემდგაც ახალი ტენდერი დაზუსტებული პირობებით გამოცხადდება.
ახალი სტადიონი თბილისში ეროპორტის მიმდებარედ არსებულ 270,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.
გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობისთვის 51 თვე (4 წელი და 3 თვე) ექნება. გამარჯვებული კომპანიის ახლა გამოვლენის შემთხვევასი მშენებლობა 2029-2030 წლებში უნდა დასრულებულიყო.
ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2024 წლის გაზაფხულზე განაცხადა. მისი სიტყვებით მშენებლობა 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.
“ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის“, – თქვა კობახიძემ 2024 წლის აპრილში.




