დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა.
ოფიციალური ცნობით, მინისტრებმა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებზე, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებასა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზეც.
