საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უმასპინძლა ტრენინგს: „ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის ინდივიდუალური შრომითი დავების მედიაციაში“.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, ტრენინგი საქართველოს პროფესიულ კავშირებთან და საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, Danish Industry-სა და BAG-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მედიატორებისათვის შრომითი დავების მედიაციისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების, სამუშაო ადგილებზე კონფლიქტებისთვის დამახასიათებელი ემოციური და კომუნიკაციური გამოწვევების მართვისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავებას.
„პროექტის განხორციელების შემდგომ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, სოციალური პარტნიორები, მედიატორთა ასოციაციასთან ერთად გეგმავენ შერჩეული და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი მედიატორების მომსახურება შესთავაზონ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების მოგვარებისათვის.
პროექტში ჩართული მედიატორები, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთიანი რეესტრიდან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და პროფესიული კავშირების ურთიერთშეთანხმებით იქნენ შერჩეულნი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.




