შალვა კერესელიძე – 20 ივნისს ჰყავს ერთადერთი ორგანიზატორი, ირაკლი , რომელმაც გავრილოვი ჯერ საქართველოში ჩამოიყვანა, მერე ღვინით უმასპინძლა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა – გიორგი გახარიას მიმართ ივანიშვილის პირადი შურისძიება ხდება

ეს არის გიორგი გახარიას მიმართ ს პირადი შურისძიება და პოლიტიკური დევნა – 20 ივნისს ჰყავს ერთადერთი ორგანიზატორი , რომელმაც გავრილოვი ჯერ საქართველოში ჩამოიყვანა, მერე ღვინით უმასპინძლა და შემდეგ ამ დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გიორგი გახარიას მიმართ წარდგენილ ბრალსა და მისთვის 20 ივნისისა და ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ ისაუბრა.
როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ჩორჩანას და 20 ივნისის შემდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად ორჯერ აირჩია, ექვსი წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ თურმე 20 ივნისი იყო დანაშაული.
„გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისა და მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს ს სიტყვებია 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ. გიორგი გახარიას მიმართ არაერთი ასეთი საქებარი სიტყვები მოგვისმენია, რაც შემდგომ სანაქებო პრემიერ-მინისტრად ორჯერ წარდგენით დაგვირგვინდა, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე 20 ივნისი იყო დანაშაული, რის გამოც, გენერალურმა პროკურატურამ არ არსებულ და გაყალბებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გიორგი გახარიას ერთ დღეში პოლიტიკური ბრალი წარუდგინა და სასამართლომ 13-წლიანი ორი დაკვეთილი პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე თვით ადრე კიდევ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც „იძიებდა“ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, გამოკითხვაზე არ დაუბარებია მთავარი მოქმედი გმირები , ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ახალაიები, კეზერაშვილი, „ნაცური“ პოლიტიკური წარსულის მქონე სასამართლოს წარმომადგენლები, მაგრამ კომისიაზე ყოვლად გაუგებრად დაიბარეს გიორგი გახარია და ბრალი „ნაცური“ პოლიტიკური წარსულის მქონე მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანურ სასამართლომ წარუდგინა. ხსენებულმა სასამართლომ, 26 მაისის მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის საქმეზე ვანო მერაბიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე, დათა ახალაიას – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ამავე მუხლით წარედგინა ბრალი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, 5-დან 8 წლამდე ედებათ ბრალი 7-ნოემბრის მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის შემოქმედებსაც მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს. გიორგი გახარიას კი, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის მოგერიებისთვის, ქართული სახელმწიფოს და ქართული მიწების დაცვისთვის და მათ შორის „ოცნების“ ხელისუფლების დაცვისთვისაც 13- წლიანი აბსურდული მუხლით სდებთ ბრალს.
20 ივნისს ჰყავს ერთადერთი ორგანიზატორი ირაკლი , რომელმაც გავრილოვი ჯერ საქართველოში ჩამოიყვანა, მერე ღვინით უმასპინძლა და შემდეგ ამ დარბაზში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა, შემდეგ კიდევ გულწრფელ და სამართლიან პროტესტს ბაქოში ემალებოდა და სანამ თანამდებობიდან გადააყენებდნენ, თვითონ დროულად რომ გადამდგარიყო 20 ივნისი არ მოხდებოდა. იმდენად გიჭირთ ამ საქმის შეკერვა, რომ ერთის მხრივ თქვენივე პროკურატურა ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, მაგრამ რეზინის ტყვიებით ადამიანების მძიმე დაზიანებას გიორგი გახარიას აბრალებთ. საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე ამ ყველაფერს სახელი რომ დავარქვათ და შეფასება მივცეთ, ეს არის გიორგი გახარიას მიმართ ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება და პოლიტიკური დევნა, რომელიც არაერთხელ ითქვა საპარლამენტო თუ თვითმმართველობის ს წინ.
დღევანდელი „ნაცური“ პოლიტიკური წარსულის სასამართლო დღეს ასე გამოიყურება: სააკაშვილზე, ახალაიაზე, ადეიშვილზე, მერაბიშვილზე მეტი სასჯელი გიორგი გახარიას მხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვა ქართული სახელმწიფო გადატრიალებისგან და ოკუპაციის რისკის ქვეშ მყოფი ძირძველი ქართული მიწები დაიცვა მცოცავი ოკუპაციისგან. მერწმუნეთ, აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში დრო, როცა 20 ივნისზე ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი და მუდამ გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება და ვერავინ შეძლებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე თავის არიდებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩორჩანას და 20 ივნისის შემდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად ორჯერ აირჩია“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.