კიევში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში 22-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. განადგურდა 4-8 სართულები. ამ დროისთვის, ხანძარი ჩამქრალია და მიმდინარეობს
გაწმენდითი სამუშაოები.
დნეპროვსკის რაიონში 9-სართულიანი შენობა დაზიანდა. დარტყმის შედეგად შენობის მე-5-8 სართულებზე გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია. გაწმენდითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.