ლადო ბოჟაძე: არცერთი ადამიანის ცემის ფაქტი, მითუმეტეს სიკვდილამდე ცემის, რასაც თქვენ ამბობთ, არ დადასტურებულა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ლადო ბოჟაძე ამტკიცებს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე პოლიციას არცერთი დემონსტრანტი არ უცემია, მათ შორის, ბოჟაძე უარყოფს დაკავების მანქანებში აქციის მონაწილეების ცემის ფაქტებს.
„ამას სჭირდება მტკიცებულებები. რას იტყვის დაკავებული, ადვოკატი არის ერთი, რას იტყვის სამედიცინო ექსპერტიზა, არის მეორე. არცერთი ადამიანის ცემის ფაქტი, მითუმეტეს სიკვდილამდე ცემის, რასაც თქვენ ამბობთ, არ დადასტურებულა, მათ შორის არც სახალხო დამცველის დასკვნით”, – ამბობს ლადო ბოჟაძე „ტვ პირველთან“ კომენტარში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას