უკრაინა ნებისმიერი შეთანხმების პირობებში ეკონომიკური თვალსაზრისით სიცოცხლისუნარიანი უნდა დარჩეს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.
მაიკ უოლცმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მდივანთან, ბრუკ როლინსთან და ვაჭრობის მდივნის მოადგილესთან, ლუკ ლინდბერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ მარცვლეულის ექსპორტის აღდგენა აშშ-ის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ ცენტრალური კომპონენტია.
მისი თქმით, აღნიშნულისთვის აუცილებელია შავ ზღვაში სავაჭრო გადაზიდვების დაცვა, ოდესის პორტში ოპერაციების შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ მდინარე დნეპრი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასაზიდად გამოიყენოს.
„აღნიშნული ელემენტები მიმდინარე მოლაპარაკებებში გათვალისწინებულია“, – განაცხადა უოლცმა.
აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ, ლუკ ლინდბერგმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს „უკრაინელი ფერმერები წარმატებულები იყვნენ და აშშ-სთვის უკრაინის ხანგრძლივი სტაბილურობა მნიშვნელოვანია“.




