თბილისში ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ტენდერი შეწყდა

თბილისში 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.
როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.
„იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი 15 აგვისტოს გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე – 2008 წელს საქართველოში არ ვიცოდით, ვინ იყო ივანიშვილი, რა „დიფ-სთეითი“? კრიმინალს გადაეყარა და ამას გადააყოლა ქვეყნის ინტერესები, „იგლ ჰილსის“ პროექტზე კი, მედიის და ოპოზიციის მიერ არასწორი კუთხით მოხდა დარტყმა