ტრამპმა ისევ შეაქო ჩინეთთან ურთიერთობები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ორივე ლიდერი 24 ნოემბერს შემდგარ საუბარს აფასებს სამხრეთ კორეაში მათი „წარმატებული შეხვედრის“ გაგრძელებად.
დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ სი ძინპინთან „ძალიან კარგი“ სატელეფონო საუბრისას განიხილეს ბევრი თემა, მათ შორის , , ფენტალინი და აგრარული პროდუქციით ვაჭრობის საკითხები.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, ჩინეთთან ურთიერთობები „უკიდურესად ძლიერია“ და სამხრეთ კორეაში სამი კვირის წინ გამართული „წარმატებული შეხვედრის” შემდეგ ორივე მხარემ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს შეთანხმებების შესასრულებლად.
ს ინფორმაციით, სი ძინპინმა აპრილში პეკინში მიიწვია, რასაც დასთანხმდა, საპასუხოდ კი მას წლის ბოლოს უმასპინძლებს -ში სახელმწიფო ვიზიტისას.
სა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სიმ განაცხადა, რომ ოქტომბერში სამხრეთ კორეაში გამართულმა „წარმატებულმა შეხვედრამ” შესაძლებელი გახადა „ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების გიგანტური გემის კურსის კორექტირება, წინსვლას იმპულსი მისცა და მთელ მსოფლიოს გაუგზავნა პოზიტიური სიგნალი”.
ჩინეთის მეთაურის განცხადებით, ფაქტები ადასტურებენ, რომ თანამშრომლობას ურთიერთსარგებელი მოაქვს, ხოლო კონფრონტაციას – ურთიერთზიანი.
პეკინის ოფიციალური ინფორმაციით, სი ძინპინმა დონალდ ტრამპს განუმარტა ტაივანის შესახებ ჩინეთის „პრინციპული პოზიციაც“, რომ მის შემადგენლობაში ტაივანის დაბრუნება „ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი განუყოფელი ელემენტია“.
რაც შეეხება ს, ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას და იმედი აქვს, რომ მხარეები რაც შეიძლება სწრაფად მიაღწევენ სამართლიან, მდგრად და სავალდებულო ძალის მქონე სამშვიდობო შეთანხმებას.
ჩინეთის ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ პატივს სცემს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არასდროს დაუგმია უკრაინაში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრა. პეკინი, რომლის თანახმად, ომის საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, არ შეერთებია რუსეთის საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ჩინეთთან პოლიტიკური და სამხედრო-ეკონომიკური კავშირები გააღრმავა.
-ის და ჩინეთის ლიდერების, დონალდ ტრამპის და სი ძინპინის მოლაპარაკება 2025 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში.
შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ „საოცარი“ შეხვედრისას თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ, ჩინეთი განაახლებს ამერიკული აგრარული პროდუქციის იმპორტს, ბარიერებს აღარ შეუქმნის იშვიათ მიწათა ელემენტების ექსპორტს და მიიღებს ზომებს აშშ-ში ხელოვნური ნარკოტიკის, ფენტალინის შეღწევის აღსაკვეთად.
თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა 57%-დან 47%-მდე შეამცირა ჩინური პროდუქციის იმპორტის საბაჟო გადასახადი.
ფორუმი