-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ უორენ დევიდსონს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ უორენ დევიდსონს შეხვდა
-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელმჩმა, თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ის კონგრესმენ უორენ დევიდსონთან შეხვედრა გამართა, რომელიც ოჰაიოს შტატს წარმოადგენს და აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარეა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
“აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენ, უორენ დევიდსონთან, (R) რომელიც ოჰაიოს შტატს წარმოადგენს. კონგრესმენი დევიდსონი აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარეა და ფინანსური სერვისებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრია.
შეხვედრაზე განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივები. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმდინარე და განვითარებულ პროცესებს. ხაზი გაესვა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) მნიშვნელობასა და დადებით გავლენას რეგიონში.”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის

ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს