ლინდსი გრეჰემი – სანამ პუტინი თვლის, რომ წინამძღოლის პოზიციაშია, მშვიდობა არ იქნება – მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვს, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაყენებელია პუტინის რუსეთის წინააღმდეგ

იმედი მაქვს, ჟენევის შეხვედრები ნაყოფს გამოიღებს და და შეერთებული შტატები შეთანხმდებიან ამ საშინელი ომის დასრულების გზაზე. ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს მშვიდობისკენ სწრაფვისთვის, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრეჰემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ის დაჟინებით მოითხოვს კაპიტულაციას და არა მშვიდობას.
„თუმცა, ჩემთვის ნათელია, რომ სანამ პუტინი თვლის, რომ ის წინამძღოლის პოზიციაშია, მშვიდობა არ იქნება. ის დაჟინებით მოითხოვს კაპიტულაციას და არა მშვიდობას. ამის დაშვება მთელ მსოფლიოში მეტ აგრესიას წაახალისებს და ეს ყველას დაგვატყდება თავს. ამ მხრივ, ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოსაყენებელია პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, მალე ვიპოვით საპატიო და სამართლიან მშვიდობას. მაგრამ თუ პუტინი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის უარყოფას, სამშვიდობო წინადადებებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას და კაპიტულაციის დაჟინებით მოთხოვნას, მაშინ დროა, შეერთებულმა შტატებმა და დანარჩენმა მსოფლიომ სხვაგვარად დაიწყონ თავიანთი კარტების თამაში“, – წერს სენატორი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ