Reuters – ფედერალურმა მოსამართლემ FBI-ის ყოფილი დირექტორისა და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა

ფედერალურმა მოსამართლემ FBI-ის ყოფილი დირექტორის და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ფედერალურმა მოსამართლემ კამერონ მაკგოუნ ქარიმ, -ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომისა და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის წინააღმდეგ ბრალდებები გააუქმა და დაასკვნა, რომ -ის პრეზიდენტის, ს მიერ პირადად შერჩეული პროკურორი კანონის დარღვევით იყო დანიშნული.
ლინდსი ჰელიგანი, რომელიც ს პირადი ადვოკატი იყო, ვირჯინიის აღმოსავლეთ ოლქის დროებით პროკურორად სექტემბერში დანიშნეს, რათა კომისა და ჯეიმსის წინააღმდეგ გამოძიებას გაძღოლოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას წარსულში პროკურორის გამოცდილება არ ჰქონია.
ჯეიმს კომიმ და ლეტიცია ჯეიმსმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ფედერალური კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულეს.
ფედერალურმა მოსამართლე ქარიმ დაადგინა, რომ ლინდსი ჰელიგანს „არ ჰქონდა სამართლებრივი უფლებამოსილება“, რომ კომისა და ჯეიმსის წინააღმდეგ ბრალდებები წაეყენებინა. თუმცა, ქარიმ იუსტიციის დეპარტამენტს შესაძლებლობა მისცა, რომ ახალი პროკურორის მეშვეობით საქმე ხელახლა აღძრას.
ცნობისთვის, ჯეიმს კომის ბრალად 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ს ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებით ცრუ ჩვენებების მიცემა და კონგრესისთვის ხელის შეშლა ედება. კომი ბრალდებებს უარყოფს.
ასევე, ბრალდებებს უარყოფს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორიც. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს ბრალი საბანკო თაღლითობისთვის წაუყენა. კერძოდ, ბრალდება სახლის შეძენის მიზნით იპოთეკური სესხის მიღებას უკავშირდება. იუსტიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ჯეიმსმა სესხის მისაღებად ბანკი დაარწმუნა, რომ სახლში თავად იცხოვრებდა, თუმცა სახლი გააქირავა.