ევროპის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური გამოცემები გაქრა და რუსი ოლიგარქების პირად კოლექციებში აღმოჩნდა | წიგნები ქართველებმა მოიპარეს

როგორ გაქრა ევროპის ბიბლიოთეკებიდან რუსი კლასიკოსების უნიკალური გამოცემები და როგორ აღმოჩნდა ისინი რუსი ოლიგარქების პირად კოლექციებში. წიგნის ქურდები ქართველები აღმოჩნდნენ, რომლებიც ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან თავს მკვლევრებად ასაღებდნენ, შემდეგ გოგოლისა და პუშკინის პირველ გამოცემებს იპარავდნენ და მათ ნაცვლად ასლებს აბრუნებდნენ. გაძარცვულია პარიზის, ლიონის, ჟენევის, ვილნიუსისა და ვარშავის ბიბლიოთეკები. ზარალი ასობით ათასი ევროა. მოგვიანებით ნაქურდალი წიგნები მოსკოვში აუქციონზე გაიყიდა, რაზეც აუქციონის ადმინისტრაციამ პასუხისმგებლობა არ აიღო.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი