,, დიპ სტეიტი კი არა დიპ ინდაური ყოფილა” –

ეკონომისტი :
,,რა უსუსური ყოფილა დიპ სტეიტი, ერთი მილიარდი დოლარი ააცალა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს და ესეც კი ვერ აღკვეთა. ჯერ სინგაპურის სასამართლოს ვერ მოერია და 460 მილიონი დოლარი მოუგო ივანიშვილმა ბანკს და კიდევაც ჩაერიცხა ეს ფული შარშან ზაფხულში, მერე ბერმუდას სასამართლოს ვერაფერი მოუხერხა ამ დიპ სტეიტმა თუ ვიღაცამ და ისევ მოიგო დავა ივანიშვილმა და 600 მილიონი დოლარი დააკისრეს ბანკს. გაიბრძოლა ამ შვეიცარიულმა ბანკმა, იქნებ ლონდონში მაინც წამეხმაროს გლობალური ომის პარტიაო და იქ გაასაჩივრა, მაგრამ იქაც არაფერი გამოუვიდა. დღეს 607 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა ამ ბანკს ივანიშვილის სასარგებლოდ.
დიპ სტეიტი კი არა დიპ ინდაური ყოფილა.
ამ 607 მილიონს კი გაუყინავენ და ჯერ-ჯერობით ვერ მიიღებს, მაგრამ ეს უკვე დიპ სტეიტის დამსახურება არ არის, ეს ამერიკის ხაზინამ დაუსანქცირა.”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)