სალომე სიმონია სოციალურ ქსელში ,,ოცნების” დეპუტატზე, ეკა ჭიჭინაძეზე წერს, რომლის წაყვანილი კომიტეტის სხდომა დღეს განსჯის საგანი იყო:
● 6 მილიონი ლარის ანაბარი
● 2,1 მილიონი ლარის დეპოზიტი
● 2,7 მილიონი ლარი ანგარიშზე
● 725 000 ლარის მანქანები
ეს არის კაპიკების შემყურე 707 ათასი სოციალურად დაუცველის, 800 ათასი პენსიონერის, ომის ვეტერანების, დევნილების, მარჩენალდაკარგულების და მოშიმშილე ბავშვების ცხოვრების განმკარგველი პარლამენტარის და მისი მეუღლის დეკლარირებული ქონება.
ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეკა ჭიჭინაძე პარლამენტში ზის, ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობაა. ამიტომ აძლევს თავს უფლებას კომიტეტის სხდომა კევის უშნო ღლაჭუნით და ენის უხერხული ბორძიკით წაიყვანოს. წელში გაწყვეტილი ხალხის პრობლემების მოგვარებასაც ზუსტად ასე აპირებს.




