სამართალდამცავებმა საპროტესტო მარშის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 6 პირი. შემთხვევა კოტე აფხაზის ქუჩაზე მოხდა, როდესაც მარშის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას ცდილობდნენ.
მსვლელობა პუშკინის ქუჩაზე გრძელდება და როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ბარათაშვილის ქუჩისკენ მიდიან.




