მედია – კაია კალასმა უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის განსახილველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მოიწვია

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის განსახილველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, კაია კალასის მოწვევით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე სხდომა 26 ნოემბერს გაიმართება.
„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს იწვევს, რათა უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის მომზადების საკითხი და ამ პროცესში ევროკავშირის როლი განიხილონ“, – განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.
გამოცემის წყაროს ცნობით, შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება