24 ნოემბერს თბილისში ტროტუარზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას პოლიციამ 5-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
უწყვეტი პროტესტის 362-ე დღეს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები თავისუფლების მოედნისკენ მშვიდობიანი მსვლელობით დაიძრნენ.
მსვლელობის დროს პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. დაკავებების შემდეგ მსვლელობის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტთან დაბრუნება გადაწყვიტა, რა დროსაც პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: ლუკა ხიზაძე, დათა ქაშიაშვილი, ლადო გამყრელიძე




