გულუბრყვილო არ ვარ იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება: ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ და ქართველებს მკაფიოდ ვუთხარით ეს. ჩვენ მათთან თანამშრომლობა გვაქვს და ჩემი აზრით, თავად ეს თანამშრომლობაც ემსახურება მიზანს, რომ გვქონდეს არხი, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება ჩვენი წუხილის გამოხატვა და მოდით, ყოველივე ამას ცოტა ჰოლისტურადაც შევხედოთ, რადგან არის საქართველო, მაგრამ ასევე ვხედავთ, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სადაც, როგორც ჩანს, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა იმის წყალობითაც, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს, ამიტომ, საქართველოს მთლიანი სამხრეთ კავკასიის კონტექსტშიც შევხედავდი, ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორთან, რიკარდ იოზვიაკთან, ინტერვიუში.




