მიმდინარე კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა არ იგეგმება, – ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspilne თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში, „სამშვიდობო გეგმის“ განხილვის მიზნით უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
მანამდე, მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მიმდინარე კვირაში, კერძოდ 27 ნოემბრამდე ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში „სამშვიდობო გეგმის“ განხილვას გეგმავდნენ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, თუმცა „პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები ქვეყნების პრეზიდენტებისთვის განსახილველად დატოვეს“.




