გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2,5) კონცენტრაცია შეინიშნება. უწყების ცნობით, 24 ნოემბრის მონაცემებით, მსგავსი ნაწილაკები აღმოჩენილია ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სადგურზე.
„[დაბინძურება] განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე“, – აცხადებენ სააგენტოში.
PM10 მსხვილი 10-მიკრომეტრიანი და PM2,5 წვრილი 2,5-მიკრომეტრიანი მყარი ნაწილაკები ჰაერში ხვდება სამრეწველო გამონაბოლქვიდან, ავტომობილების გამოყოფილი ნამწვიდან, მტვრიდან, სტიქიური მოვლენების დროს, კვამლის ან ჭვარტლის გამო.
ფორუმი




