ეკა შარაშიძე: გერმანიაში საშუალო პენსია თვეში 1 690 ევროა. საშუალო ხელფასი თვეში 2 200–2 400 ევროა. და ბოლოს, გერმანიაში სიტყვა „პარაზიტის“ გამოყენების გამო ჩხრეკა არ ჩატარებულა

თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
გერმანიაში კაცი სოციალურ ქსელში სიტყვა „პარაზიტის“ გამოყენების გამო გაჩხრიკესო, გვამცნობს „იმედი“.
გერმანიაში ხელოვანები კულტურის მინისტრს არც პოსტებით ეტენებიან და არც ცხოვრებაში, რადგან უწყება იმ მოვალეობებს, რაც აკისრია და რაშიც ხალხი უხდის ფულს, კარგად ასრულებს და ხელოვნების სფეროში დასაქმებულებს საკუთარი თავის დამცირება არ სჭირდებათ.
გერმანიაში საშუალო პენსია თვეში 1 690 ევროა.
თუ პენსია დაბალია და ცხოვრების ხარჯებს ვერ ფარავს, სახელმწიფო გინაზღაურებს დანარჩენს.
გერმანიაში საშუალო ხელფასი თვეში 2 200–2 400 ევროა.
გერმანიაში იხდი უმუშევრობის დაზღვევას: შენ იხდი 1,3 %-ს და დამსაქმებელიც 1,3 %-ს. ეს სავალდებულოა.
გერმანიაში სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში 6 თვიდან 4 წლამდე (დამოკიდებულია, რამდენ ხანს იხდიდი დაზღვევას) გიხდიან ხელფასის დაახლოებით 70 %-ს, რომ მშვიდად მოძებნო ახალი სამსახური. თუ ვერ პოულობ, ავტომატურად გადადიხარ სოციალურ დახმარებაზე, რომელიც
საშუალოდ 1 113 ევროა.
გერმანიაში იხდი სამედიცინო დაზღვევას, რომელიც მკურნალობასა და წამლებს ფარავს 1 ევროდან უსასრულობამდე. იგივე დაზღვევა აქვთ უმუშევრებსაც და სოციალური დახმარების მიმღებებსაც.
გერმანიაში პურის ფასი 0,89 ევროდან იწყება.
და ბოლოს, გერმანიაში სიტყვა „პარაზიტის“ გამოყენების გამო ჩხრეკა არ ჩატარებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ