რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე – აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი ჩვენთვის მისაღებია – დღეს ევროპული გეგმის შესახებ შევიტყვეთ, რომელიც სრულიად არაკონსტრუქციულია და მიუღებელია

აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი რუსეთისთვის მისაღებია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ჩვენ გავეცანით ერთ ვერსიას, რომელიც ალასკაზე მიღწეული შეთანხმებების შინაარსს შეესაბამება. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ამ გეგმიდან ყველა არა, მაგრამ ბევრი პუნქტი ჩვენთვის მისაღებია“, – განაცხადა იური უშაკოვმა.
მისი თქმით, გეგმის ბევრი პუნქტი განხილვას მოითხოვს, თუმცა რუსეთის წარმომადგენლებთან კონკრეტული მოლაპარაკებები არ ყოფილა.
„ამჟამად 28 პუნქტია და მათგან ბევრი მხარეების მიერ დეტალურ განხილვას საჭიროებს, თუმცა ამ საკითხზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა“, – აღნიშნა უშაკოვმა.
ასევე, უშაკოვის ცნობით, კრემლი ევროკავშირის სამშვიდობო წინადადების შესახებ ინფორმირებულია.
„დღეს დილით ევროპული გეგმის შესახებ შევიტყვეთ, რომელიც სრულიად არაკონსტრუქციულია და ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება